ირაკლი შოთაძეს ჩადენილი დანაშაული და ვიდეო ჩანაწერებით მანიპულირება არ შერჩება – ლაშა თორდია

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, რადგან შემდგომ თქვან, რომ მას გავუტეხე თავი, – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტს ასახავს.

მისი თქმით, მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, რათა ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა არის.
”პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეო ჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

თორდიას თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.

მისივე თქმით, ინციდენტი დიდი ხნის წინ მოხდა და აქამადე მასზე არავის უსაუბრია.

”ამდენი ხანია ეს ფაქტი მომხდარია და ამაზე არავის უსაუბრია, ახლა კი მაინცდამაინც, როცა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა ”ელ ცენტროში” ჩემზე თავდასხმა, გავრცელდა ეს კადრები”, – განაცხადა თორდიამ.

Comments
Loading...