ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და ინტერპოლს მისი წითელ ცირკულარში შეყვანა სთხოვა

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო “farsnews.ir” ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, ირანმა დღეს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის გენერალ-ლეიტენანტ ყასიმ სულეიმანის მკვლელობასთან კავშირისმქონე ამერიკისა და სხვა ქვეყნების 36 თანამდებობის პირის დაპატიმრების ორდერები გასცა.
 
თეირანის გენერალურ პროკურორ ალი ალკასი მეხრის თქმით, ამოცნობილია სულეიმანის მკვლელობის დამგეგმავი და მონაწილე აშშ-ისა და სხვა ქვეყნების 36 პოლიტიკური და სამხედრო ჩინოვნიკის ვინაობა და სასამართლო მოხელეების მიერ გაცემულია დაპატიმრების ორდერები.
 
პროკურორი აცხადებს, რომ მიმართეს ინტერპოლს და აღნიშნული პირების წითელ ცირკულიარში შეყვანა მოითხოვეს.
 
„სიის სათავეში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია და ის სასამართლოს წინაშე უფლებამოსილების დასრულების შემდეგ წარსდგება“, – ამბობს ალი აკრას მეხრი.
ირანული სააგენტო “irna.com” აცხადებს, რომ ირანის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ ,სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში, მოქსენ ბახანვარდმა წამებული გენერალ სულეიმანის მკვლელობის თანამონაწილე დახლოებით 40 ამერიკელის ამოცნობის შესახებ განაცხადა და კიდევ რამდენიმე ამერიკელის ვინაობის უახლოეს ხანებში დადგენა დააანონსა.
 
შეგახსენებთ, რომ ელიტურ სპეცდანაყოფ “ალ-ქუდსის” მეთაური ყასიმ სულეიმანი ერაყში, აეროპორტის გზაზე, ამერიკის ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. პენტაგონმა დაადასტურა, რომ სულეიმანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით მოკლეს.
 
Comments
Loading...