ირმა ინაშვილი: არ გამოიყენოთ სპეცრაზმი!არ გამოიყენოთ ძალა!

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ეს წუთები დიდი დროა სინამდვილეში. არ გამოიყენოთ სპეცრაზმი. არ გამოიყენოთ ძალა!”

1. უკვე გასაგებია, რომ “ქართული ოცნება” ვერ გარდატყდა და მტკიცედ იცავს ჯერ დიდი ზარ-ზეიმით ინიცირებულ და შემდგომ ხელოვნურად ჩაგდებულ კანონპროექტს!
2. უკვე გასაგებია, რომ ეს გარდატეხა მაინც მოხდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება!
3. უკვე გასაგებია, რომ სპეცრაზმი იმოქმედებს და ამ კრიტიკულ ზღვრამდე ვითარება თავად “ქარულმა ოცნებამ” მიიყვანა!
4. უკვე გასაგებია, რომ თუ აქციას სპეცრაზმი დაშლის, ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდება და ამას თავად უნდა ხვდებოდეს!
5. უკვე გასაგებია, რომ ამ წუთებში პასუხისმგებლობას საერთოდ ვერ გრძნობს მაჟორიტარების ნაწილი, იგივე ბატონი ხუნდაძე, თუ ოქრიაშვილი!
6. უკვე გასაგებია, რომ აქციის დაშლის მერე, სოციალურ ქსელში ბევრ მაჟორულ და აღტაცებულ კომენტარს ვიხილავთ, თავის დროზე ასეთებმა შეიქმნეს სიმღერა:” მიშა მაგარია”. ერიდეთ ასეთ ხალხს!
7. მაინც მინდა მოვასწრო და მივმართო ხელისუფლებას, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, – კონსენსუსით განმუხტოს ვითარება, დანიშნოს შეხვედრის ადგილი ოპოზიციასთან და შევხვდეთ არა უტეხი, არამედ ქვეყნისთვის სასარგებლო პოზიციით ანუ შეასრულოს ხელისუფლებამ დაპირება. ეს წუთები დიდი დროა სინამდვილეში. არ გამოიყენოთ სპეცრაზმი. არ გამოიყენოთ ძალა!”,-წერს ინაშვილი.

Comments
Loading...