ისტორიაში პირველად, “მის სამყაროს” კონკურსში ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას

ისტორიაში პირველად, კონკურსში “მის სამყარო” ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას. 26 წლის მოდელი და მსახიობი ანჯელინა პონსე კონკურსში ესპანეთს წარადგენს.

“გავიმარჯვებ, თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ამ ყველაფერს გადავლახავ, ეს იქნება პირადად ჩემთვის ნამდვილი გამარჯვება და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მთელი მსოფლიოსთვის”, – აცხადებს პონსე.

მოდელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სურს მისაბაძი მაგალითი გახდეს მთელი პლანეტის ბავშვებისათვის. “მის სამყაროს” შესარჩევ კონკურსზე ესპანეთში პონსემ 20 სხვა მონაწილეს აჯობა.

ოფიციალურად ტრანსგენდერებს კონკურსში მონაწილეობის უფლება 2012 წლიდან აქვთ.

 

Comments
Loading...