ისტორიაში პირველად, ქალაქ ფერგიუსონის მერი აფროამერიკელი ქალი გახდა

ელა ჯონსი გახდა პირველი შავკანიანი ქალი მერი ამერიკის ქალაქ ფერგიუსონში (მისური), სადაც 2014 წელს გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები იმის გამო, რომ პოლიციამ მოკლა აფროამერიკელი მოზარდი. ამის შესახებ CNN იუწყება.

ჯონსი ასევე გახდა პირველი ქალი, რომელიც უხელმძღვანელებს ადგილობრივ ადმინისტრაციას. არჩევნებში მან მიიღო ხმების 54%  და დაამარცხა ჰედერ რობინეტი. ფერგიუსონის ამჟამინდელ მერს, ჯეიმს ნოულსს, რომელიც 2011 წლიდან ხელმძღვანელობს ქალაქს, იურიდიულად კენჭის ყრის უფლება არ მისცეს.

ჯონსი 2015 წლიდანმოყოლებული იყო ფერგიუსონის საქალაქო საბჭოს წევრი. იგი ადრე მუშაობდა კოსმეტიკური კომპანიის გაყიდვების დირექტორად.

2014 წელს ფერგიუსონი გახდა პოლიციის მხრიდან გამოვლენილი სისასტიკის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტის ცენტრი, სიტუაცია კი შემდეგ არეულობებსა და ყაჩაღობაში გადაიზარდა და გავრცელდა შეერთებული შტატების ბევრ ქალაქში. მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრკანიანმა დარენ ვილსონმა ესროლა 18 წლის აფროამერიკელ მაიკლ ბრაუნს და მოკლა. სამართალდამცავი ორგანოს განცხადებით, იგი თავს იცავდა. საბოლოოდ, უილსონის წინააღმდეგ ბრალდება არ წაუყენებიათ.

ჯონსის ფერგიუსონის მერად არჩევა აშშ-ს შტატების უმეტეს ნაწილში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა, მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

Comments
Loading...