“ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი” – მინისტრის სკანდალური განცხადება

“ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი”,- ამის შესახებ  კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ,თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, სიცრუეა. ჩვენ გვყვანან მოკრივეები, რომელი ასაკისაც გნებავთ, არიან ერთი მეორეზე ღირსეული არა მხოლოდ თავიანთი დიდი მიღწევებით, არამედ თავიანთი ქცევით. გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემ გონებაში, ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ”,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...