იტალიაში,ახალგაზრდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,კლუბები იხურება

ახალგაზრდებში კორონავირუსული ინფექციის რაოდენობის ზრდის გამო, იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა დახუროს კლუბები,მინიმუმ 7 სექტემბრამდე.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი, რობერტო სპერანცა განმარტავს,რომ ახალგაზრდებში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საჭირო გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება,რომელიც ძალაში დღეიდან, 17 აგვისტოდან შევა და გასტანს მინიმუმ 7 სექტემბრამდე.

გარდა ამისა, 18:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, სავალდებულოა ნიღბების ტარება ყველა იმ ადგილას,სადაც ახალგაზრდები ყველაზე ხშირად იკრიბებიან. იქნება ეს კაფე, რესტორანი თუ რაიმე სხვა მსგავსი დაწესებულება.

Comments
Loading...