იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

იტალიაში  ქართველი  ემიგრანტი  ქალი გარდაიცვალა.  აღნიშნულ  ინფორმაციას სოციალურ ქსელში  შოთო სიხარულიძე  ავრცელებს.

როგორც  სიხარულიძე წერს, ქალის  გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.

“გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში.
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ლელა.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…

ღმერთმა ნათელში გამყოფოს ლელა, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….

“გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს
სიცოცხლე მინდა….

თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა……საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…..

(მისმა პატრონებმა სამსახურში დილით გარდაცვლილი იპოვეს თავის საწოლში ინფაქტი მოსვლია იტალიის ქალაქ პრატოში ლელა ჭაბაშვილი. მეუღლე და ერთი შვილი დარჩა)

“შოთო სიხარულიძე ქართველი” ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს”,– წერს სიხარულიძე.

Comments
Loading...