იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს.  ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

“კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან ამ წუთებში.
ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს…
იმედია სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯის. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალბატონ თამარს!.”,–წერს სიხარულიძე.

 

 

Comments
Loading...