იტალიაში ქართველი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში ქურდობის ბრალდებით ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დააკავეს, იუწყება  ადგილობრივი მედია . არსებული ინფორმაციით, 25 წლის გ. ც. ქალაქ ნეაპოლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2014 წლიდან იძებნებოდა.

როგორც იტალიური  მედია წერს,  ახალგაზრდა მამაკაცმა სასჯელის თავიდან აცილების მიზნით,გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა, თუმცა დაკავების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მისი იდენტიფიცირება მოხდა.

დაკავებული ამ   დროისთვის ქალაქ ბარის ციხეშია გადაყვანილი.

 

Comments
Loading...