იტალიაში ქართველ ემიგრანტებს უფასო სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებენ

დიასპორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართველი ექიმები და უფლებამდაცველები იტალიის ქალაქ მანტოვაში მიემგზავრებიან, სადაც ქართველ ემიგრანტებს ერთი კვირის განმავლობაში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას http://imedinews.ge ავრცელებს.

აღნიშნული მედიის ცნობითვე, აქციის ორგანიზატორია „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი“. დიასპორის დღესთან დაკავშირებით, ცენტრის ორგანიზებით, დიასპორული ორგანიზაცია „ოქროს საწმისი“ გაიხსნება.

Comments
Loading...