იტალიის პრეზიდენტი: გარდაცვლილი მეშახტეების გამო მწუხარებას გამოვხატავ, ძალიან ნაღვლიანი დღეა საქართველოში

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ტყიბულის შახტაში 4 ადამიანის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

“კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს სამძიმარს მთელი საქართველოს წინაშე იმ გარდაცვლილი მეშახტეების გამო, რომლებიც დაიღუპნენ. ძალიან ნაღვლიანი დღეა საქართველოში”, – განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.

იტალიის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

 

Comments
Loading...