„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კარანტინი დაარღვია,რის გამოც პოლიციაში მოხვდა

გონსალო იგუაინმა დაარღვია საკარანტინო პირობები და იგი პოლიციამ შეაჩერა.ამის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს The Sun.

გამოცემის ცნობით,ფეხბურთელი პოლიციამ დააკავა აეროპორტში მაშინ,როცა იგი თავისი კერძო თვითმფრინავით ცდილობდა იტალიიდან-არგენტინაში გადაფრენას. არგენტინელმა პოლიციას წარუდგინა ტესტი,რომლის მიხედვითაც იგი არ არის ინფიცირებული,თუმცა მას მაინც არ მისცეს ქვეყნის დატოვების უფლება,ვინაიდან იგი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება. ინფექცია დაუდასტურდა მის ორ თანაგუნდელს:დანიელე რუგანსა და ბლეზ მატიუიდს.

Comments
Loading...