იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედი ფოფხაძე აირჩიეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედი ფოფხაძე დაინიშნა, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.

ამ თანამდებობაზე სამი კანდიდატურა იყო დაყენებული –  გედევან ფოფხაძე , რუსლან პოღოსიანი , ლევან გოგიჩაიშვილი.

კანდიდატურები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წამოაყენა, რომელიც დღეს, ბიუროს  თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებით თხოვნით მიმართავს.

სხდომაზე ხმაურის ფონზე წარიმართა. კომიტეტის წევრებმა რატი იონათამიშვილმა და ანრი ოხანაშვილმა აღნიშნეს, რომ თავიდან გედევან ფოფხაძის კანდიდატურა იყო განსაზღვრული. დანარჩენი კანდიდატების დამატება კი, რეგლამენტის უხეში დარღვევა იქნება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგლამენტი დაცულია.

Comments
Loading...