იუსტიციის საბჭომ 4 მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

საბჭოს წევრებმა ასმათ კოხრეიძე, მიხეილ ბებიაშვილი, ირაკლი შავაძე და დავით კენკაძე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიანი ვადის გასვლის გამო თანამდებობიდან გათავისუფლეს.

Comments
Loading...