იღუმენია თამარი: მეუფე პეტრეს ბრძოლა მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მისი გადაყენებით

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ (გამყრელიძე) სოციალურ ქსელში მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას ეხმაურება.

“მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა… ეხლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!”, – წერს იღუმენია.

შეგახსენებთ, დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ამის შესახებ საპატრიარქოში გამართული სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფემ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

Comments
Loading...