იყიდება ხელსახოცი, რომლითაც „ბარსელონასთან“ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ლეო მესიმ ცრემლები მოიწმინდა – ფასი ერთი მილოონი დოლარია

სავაჭრო პლატფორმა Mercado Libre-ზე იყიდება ხელსახოცი, რომლითაც „ბარსელონასთან“ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ლეო მესიმ ცრემლები მოიწმინდა.

პრესკონფერენციის დასაწყისში მესის განცხადების გაკეთება სურდა, თუმცა მან ცრემლები ვერ შეიკავა, რის შემდეგაც მას მეუღლემ ერთჯერადი ხელსახოცი მიაწოდა.

ანონიმური მყიდველი ხელსახოცს 1 მილიონ დოლარად ყიდის.

 

 

11 აგვისტოს ლიონელ მესი ოფიციალურად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. ლიონელ მესიმ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

მესი კატალონიური „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა, 2004 წლიდან კი „ბარსელონას“ პირველ გუნდში გამოდიოდა.

„ბარსელონასთან“ მესის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა, 5 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ის „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

imedinews.ge

Comments
Loading...