იშვიათი კადრები: როგორი იყო ჰიროსიმა ატომური ბომბის ჩამოგდებამდე

ლამაზი ქუჩები, აყვავებული ალუბლები, ბედნიერი ხალხი – ეს ყველაფერი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ხდებოდა , მანამ სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს , ქალაქი ატომურმა ბომბმა გაანადგურა.

კადრები, რომელიც ჰიროშიმას მშვიდობის მუზეუმს ეკუთვნის, განადგურებამდე 10 წლით არის გადაღებული.

შეგახსენებთ, 1945 წლის აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, აშშ-მ ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოაგდო. ამ აფეთქებებიდან 6 დღის შემდეგ იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავსირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

 

newposts.ge

Comments
Loading...