“იცით, რომ ბადრი ესებუა დაიჭირეს?- რას წერს ჟურნალისტი

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ძებნილ, ბადრი ესებუას შესახებ  წერს.
“იცით, რომ ბადრი ესებუა დაიჭირეს? არ იცით, ხო? ხოოო… არც მე ვიცი. არ დაუჭერიათ და იმიტომ. 62 ადამიანი დაიჭირეს დღეს და არც ერთი ბადრი, არც ერთი ესებუა… ეტყობა, დღეს პარასკევია… მართლა, იცით ანეგდოტი ოთხშაბათზე? თუ იცით, აღარ წაიკითხოთ და თუ არ იცით, მოქმედება ხდება ქუჩაში: –”ბრატ”, დღეს ოთხშაბათია? –არა, შაბათი. –ვა, გუშინ იყო ოთხშაბათი? –არა, გუშინ პარასკევი იყო (კატა რომ ძეხვს ვერ შეწვდა და შსს ესებუას) –აააა, ანუ, ხვალაა ოთხშაბათი? –არა, ხვალ კვირაა. –ეეე, ოთხშაბათი ამოუღიათ, ტო…”, – წერს ჟურნალისტი.
შეგახსნებებთ, ბადრი ესებუა  2020 წლის  21 ოქტომბერს, ზუგდიდში “საქართველოს ბანკი”ს ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Comments
Loading...