კათოლიკური ეკლესია კორონავირუსით დაინფიცირებულ მოსახლეობასა და ექიმებს ცოდვებს მიუტევებს

ვატიკანის ეკლესია აცხადებს,რომ ცოდვები მიეტევებათ კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს vaticannews.va

ცოდვების მიტევების უფლების მისაღებად,ინფიცირებულმა ყოველდღიურად უნდა იკითხოს გარკვეული რაოდენობის ლოცვები და დისტანციურად მაინც უნდა იყოს ჩართული საეკლესიო დღესასწაულებში,ხოლო იმ ადამიანებმა,რომლებიც ლოცულობენ ექიმების ჯანმრთელობისათვის,აუცილებელია,რომ დღეში მინიმუმ 30 წთ იკითხონ ბიბლიაც.
„დღევანდელი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,ადამიანებს უწევთ თვითიზოლაციაში ყოფნა და არ შეუძლიათ ეკლესიასთან სიახლოვე. დღევანდელი მდგომარეობა არ არის ჩვეულებრივი და ამიტომ ჩვენც უნდა მივიღოთ განსხვავებული გადაწყვეტილებები,რათა არ დავუშვათ ასეთ ადამიანთა გარდაცვალება-ცოდვების მიტევების გარეშე. აქედან გამომდინარე სამოციქულო დაწესებულებამ,რომელიც ექვემდებარება რომის პაპს და იმყოფება მისი უფლებამოსილების ქვეშ,მიიღო გადაწყვეტილება,გამოსცეს ინდულგენციები“-აცხადებს ვატიკანის კარდინალი-მაურო პიაცენზა.
Comments
Loading...