კაკულია: სიღარიბის დაძლევას ცალკეული ინსტრუმენენტები სჭირდება, პირველ რიგში ამის დამუშავება მინდა

ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“რა მდინარეს მივყვები, მე მივყვები იმას, რაც მე მჯერა და სწორი მგონია. მე რა მიზნებიც მაქვს იმ მიზნებს, ამ წუთას ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდებოდა. მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები წამოწეული სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით. ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. მე როგორი რომან კაკულია ვარ, რის გამო ვარ იქ და რის გამო არ ვარ, ყოველ კვირაა შესაძლებელი ამაზე დასკვნის გაკეთება.

ჩემს დღის წესრიგში პირველ რიგში არის ის, რომ აი ამ დოგმატებში ჩაკარგული ადამიანების ერთი მხრივ ლიბერალური დოგმატების და მეორე მხრივ პროტექციონისტული დოგამტებში ჩაკარგული ადამიანები ერთმანეთთან შევახვედროთ. ამ ქვეყნაში სიღარიბის დაძლევას ცალკეული ინსტრუმენტები სჭირდება და მხოლოდ ბაზარზე მინდობილი ეკონომიკური ჩარჩო, რომელიც სწორია და სწორად მივდივართ… ამას სჭირდება ცალკეული ინსტრუმენტები, რომლის დამუშავებასაც ვცდილობ”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

 

Comments
Loading...