კალაძემ სამტრედიაში, მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიაში  მცოვრებ დავით კოხრეიძის მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ოთხშვილიან ოჯახზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კახა კალაძემ მრავალშვილისანი ოჯახი სახლით დაასაჩუქრა.

შარშან, საშობაოდ, როდესაც კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო, მისი  მხარდაჭერით, სამტრედიაში საშობაო კონცერტი გაიმართა. კახა კალაძემ სამტრედიელებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ირინა და დათო კვინიკაძეების 5 შვილიანი ოჯახი სახლით დაასაჩუქრა.

კვინიკაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა.

Comments
Loading...