კალაძე: “დღესვე გარეცხეთ სულელური საარჩევნო პლაკატებისგან თბილისი, რომელიც ქალაქს ამახინჯებს”

თბილისის მერმა “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელს კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაავალა.

კახა კალაძის თქმით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და პარტიას შეუძლია გააკრას პლაკატი კანონით დაშვებულ ადგილებზე.

“მინდა შევეხო საკმაოდ მტკივნეულ და პოლიტიკური სუბიექტებისთვის უხერხულ საკითხს. ყველამ იცით, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არის კონკეტული ადგილები, სადაც არ შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა. ჩვედა სამწუხაროდ თბილისში არის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატები არის გაკრული – ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებში, ისეთ ადგილებზე, რომელიც ქმნის ძალინ დიდ უხერხულობას. მე მესმის რომ არის არჩევნები, მაგრამ ქალაქი ხომ გვიყვარს, გული შეგვტკივა ამ ქალაქზე, ხომ არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან?! ამიტომ, მინდა თბილსერვისის ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალო, დღესვე დაიწყოთ გასუფთავება და დარეცხვა ამ კონკრეტული ადგილების. კატეგორიულად მიუღებელია რაც ხდება. მე მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ არის გამოყოფილი სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ძვირფასი და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ამახინჯებენ ამ რაღაც სულელური პლაკატებით. შესაბამისად იმოქმედეთ დღესვე და მოაწესრიგეთ ყველაფერი”, – აღნიშნა  კალაძემ.

Comments
Loading...