კალაძე “მთავარი არხის” ჟურნალისტს: იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ?! ჩემთვის საზიანო გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებ

ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ “მთავარი არხის” კითხვას.

“ეს სასაცილოა, თქვენ როგორ ფიქრობთ, მე, იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ?! არ ვტოვებ ხომ… რამდენი წელია პოლიტიკაში  ვარ და არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, პირველ რიგში ჩემთვის იქნება დამაზიანებელი…  სისულელე ეს ყველაფერი.

ილია წულაიასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ,  მერე რა?”,  – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ინოქონსტრაქშენის” გენერალური დირექტირი სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში სამშენებლო ბიზნესის თემაზე დაიბარეს და კომპრომატებს კახი კალაძის წინააღმდეგ სთხოვდნენ.

ასევე, გამოძიებაში ფიგურირებს “არქი ჯგუფი”, რომელიც კახა კალაძის მეგობრის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ილია წულაიას სახელს უკავშირდება.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდნენ ილია წულაიას, რომელმაც წერილობითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ჯერ-ჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

Comments
Loading...