კალაძე ოპოზიციას: ცდილობთ თბილისელ ბავშვებს გრინჩივით მოპაროთ ახალი წელი, მაინც გილოცავთ

ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს ოპოზიციას, რომელიც დღე დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას არ დაესწრო.

„ის რაც ქალაქში კეთდება და გაკეთდა 2 წლის განმავლობაში ეს არ არის მხოლოდ კახა კალაძე, არ არის მხოლოდ მერიის თანამშრომლები, ეს ვართ ჩვენ ყველა ერთად ეს არის ჩვენი გუნდი სიძლიერე ჩვენი ერთობა და შედეგიც არის სახეზე. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, არის პრობლემები, მაგრამ, არ შეგეშინდეთ, ჩვენ არანაირ გამოწვევისა არანაირი პრობლემას თავი არ უნდა დავუხაროთ, უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი ძალისხმევა უფრო მეტი ენთუზიაზმით მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს საყვარელ თბილისს და თბილისელებს.

მე დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი, 2020 წელი იქნება განსაკუთრებული, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, სიახლეებით, რეფორმებით, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მოვაგვარებთ და მოვაწესრიგებთ.
მე მინდა ერთი რამ განვაცხადო აქედან, საკრებულოდან ვუთხრა თბილისელებს, ჩემს თანაგუნდელებს, საკრებულოს წევრებსა და ოპოზიციის წევრებს – მე არასდროს მიმიღია და არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ჩემს ქვეყანას, ჩემს ქალაქს, პირადად მე და ჩემს ოჯახსაც. არასოდეს! და თქვენს რწმუნდებით ამაში ყველაფერში, ამ გადაწყვეტილებებში. მე აღარ გავაგრძელებ ბოლოსკენ წავალ და ვიტყვი რომ ახლოვდება ახალი წელი, რომელიც ყველასთვის, ბავშვებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ მთელი ჩვენი ძალისხმევა მინდა სწორედ მათ უკეთესი მომავლის შექმნისკენ იყოს მიმართული.
ყველას გვინდა რომ ყოველი ახალი წელი იყოს უკეთესი და შეგვეძლოს რომ ადამიანებს ოცნებები ავუსრულოთ და უფრო გავულამაზოთ ცხოვრება და გაუზიაროთ ისეთი პოზიტიური განწყობა, რომელიც მთელი წელი გაჰყვებათ და ამაში ჩვენ პოლიტიკოსებსაც ჩვენი მნიშვნელოვანი როლი გვაქვს. ამიტომ , ვისურვებდი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ყველამ შევძლოს დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა.

არ დავივიწყოთ სინამდვილეში რა არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და სწორედ ამ განცდით, საკუთარი ქვეყნის ქალაქს და საკუთარი ხალხის სიყვარულით ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

მე მინდა ასევე მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს დარბაზში არ იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა მონდომებულად ცდილობთ თბილისელ ბავშვებს, მოქალაქეებს გაუფუჭოთ გრინჩივით და მოპაროთ ახალი წელი, მაინც გილოცავთ და წელსაც იგივეს გისურვებთ რასაც წინა წლებში. თქვენი პარტიის დაშლა არ მოშლას, პიროვნულ კათარზის და გულწრფელ მონაწილეობას ქალაქისთვის სასიკეთო საქმიანობაში.

 

მინდა კიდევ ერთხელ ყველას იმას არ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ყოველივე საუკეთესო ჯანმრთელობა ბედნიერება კეთილდღეობა და წარმატება გისურვოთ ყველა აქ დამსწრე ადამიანს, ჩვენს ქალაქს დს მთლიანად ჩვენს ქვეყანას” – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...