კალაძე: პრემიერი ჭარბვალიანობაზე და შავ სიაზე, ხვალ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

“როგორც ჩანს “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას. რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის და შავი სიის მოგვარების პრობლემის გზაზე. ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ.

მეგობრებო , “ქართლი ოცნება” ასრულებს დაპირებას, რაზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.

მინდა მივმართო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს და მოგვარებს მომავალშიც. დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის გადაწყვეტის გზაზე”, – განაცხადა  კალაძემ.

 

Comments
Loading...