კალაძე: ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში – თავი შეიკავეთ და მოერიდეთ დაპირისპირებებს

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. მაგრამ, ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები დაპირისპირებას. ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და ყველაფერი გააკეთონ და აერიდონ ამ დაპირისპირებებეს”. – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობა “გაბედეს” აქცია გაიმართა. პარალელურად კი გაიმართა კონტრაქციაც, რომელიც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებისა და აქტივისტების ჩართულობით გაიმართა. შედეგად აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიცია ცდილობდა ვითარების განმუხტვას.

ასევე, მცხეთაში, “გაბედე”-ს აქციაზე ბექა ნათელაშვილი დააკავეს, რომელიც ხელწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.

Comments
Loading...