კალაძე შაქარაშვილს: არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ჩემს ქვეყანას, ქალაქს, პირადად მე და ჩემს ოჯახსაც

ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ვახტანგ შაქარიშვილის კითხვას.

“მე არასდროს მიმიღია და არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ჩემს ქვეყანას, ჩემს ქალაქს, პირადად მე და ჩემს ოჯახსაც. არასოდეს! და თქვენს რწმუნდებით ამაში ყველაფერში, ამ გადაწყვეტილებებში. მე აღარ გავაგრძელებ ბოლოსკენ წავალ და ვიტყვი რომ ახლოვდება ახალი წელი, რომელიც ყველასთვის, ბავშვებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ მთელი ჩვენი ძალისხმევა მინდა სწორედ მათ უკეთესი მომავლის შექმნისკენ იყოს მიმართული” – განაცხადა კახა კალაძემ

 

ცნობისთვის,  საკრებულოს დღევანდელ სდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა კალაძესსსკითხვები დაუსვა გარე-რეკლამის, მიწების მონაცვლეობის საკითხებზე.

„გარე-რეკლამის მონოპოლია რატომ ჩაუგდეთ ხელში ნაცმოძრაობის მოლარეებს? რატომ გადაეცით 20 წლით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების ექსკლუზივი ამ კომპანიას? მაინტერესებს თქვენი პოზიცია ბექა ოდიშარიას მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებითაც, სადაც 180 ათას ლარად ნაყიდი მიწა 7 მილიონის მიწაში მოუნაცველთ რომლის ღირებულება პერსპექტივაში კიდევ უფრო დიდია? რა პასუხი გაქვთ კუს ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე, რომელიც სააკაშვილმა მესაკუთრეს 1 ლარად გადასცა, თქვენი გადაწყვეტილებით კი, 6 მილიონი ლარის 120 ათასი კვადრატული მიწა გადაიხადა თბილისმა? რა პასუხი გაქვთ რაგბის კავშირის მიწაზე კომპანია „ანაგის“ მშენებლობასთან დაკავშირებით? რითი ამართლებთ ვერეს ხეობაში, სტიქიის ზონაში, სადაც 4 წლის წინ 21 ადამიანი დაიღუპა, 2 მასშტაბური მშენებლობის ნებართვის გაცემას?,”- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

Comments
Loading...