კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
კალიფორნიის ხელისუფლებამ საკრამენტოს ჩრდილოეთით, ცენტრალურ ხეობაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა, იუწყება გამოცემა Paradise Post-ი მხარის შერიფ, კორი ჰონიზე დაყრდნობით.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა დარენ რიდმა განაცხადა, რომ ამჟამად არსებული მონაცემებით, ხანძარმა დაახლოებით 1000 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
როგორც გამოცემა იუწყება, ხანძარი 8 ოქტომბერს დილით დაიწყო. ამჟამად ცეცხლი 7 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ხელისუფლებამ მიმდებარე დასახლებებიდან სრული ევაკუაციის შესახებ განაცხადა.