კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კალიფორნიაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძარმა 5 ადამიანის სიცოცოხლე იმსხვერპლა.

სტიქიის ახალი მსხვერპლი 3 ადამიანი გახდა, რომლებიც აქამდე დაკარგულად მიიჩნეოდა. ეს ორი ბავშვია – 5 წლის გოგონა და 4 წლის ბავშვი და აგრეთვე მათი 70 წლის ბებია. ისინი ცეცხლში მოყვნენ.

, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკარგულად მიიჩნევა დაახლოებით 20 ადამიანი.

ამ ეტაპზე, ხანძარმა 100 კილომეტრის ტერიტორია მოიცვა. გამოცხადებულია 37 ათასი მცხოვრებლის ევაკუაცია. ხანძარს 10 ათასი მეხანძრე, პოლიციელი და ეროვნული გვარდიის სამხედროები ებრძვიან.

 

Comments
Loading...