კალიფორნიელმა ბლოგერმა, პოპულარობის მოპოვებისათვის,საზოგადოებრივი ტუალეტის უნიტაზს ენა აუსვა და 2 დღის შემდგომ კორონავირუსი დაუდასტურდა

21 წლის კალიფორნიელმა Tik Tok-ის ბლოგერმა,სახელად ლარსი, გადაწყვიტა,დაემკვიდრებინა ახალი გამოწვევა და საზოგადოებრივი ტუალეტის უნიტაზს რამდენჯერმე ენა აუსვა. 2 დღის შემდგომ კი იგი საავადმყოფოდან ავრცელებს ვიდეოს,რომელშიც აცხადებს,რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail

ბლოგერის თქმით,ასეთი ჩანაწერით სურდა პოპულარობის გაზრდა. ვიდეო აქტიურად გავრცელდა Tik Tok-ში და მას „კორონავირუსის გამოწვევა“ უწოდეს.

თუმცა,კალიფორნიელი არ იყო პირველი,რომელმაც მსგავსი რამ გააკეთა. მანამდე ასეთი ტიპის ვიდეო გაავრცელა ,ასევე Tik Tok-ის ბლოგერმა,22 წლის გოგონამ,რომელმაც მოგვიანებით წაშალა ეს ჩანაწერი.

 

Comments
Loading...