კამპანიას „დარჩი სახლში“ ანა ვენტურიც უერთდება

Vogue-ს მთავარი რედაქტორი-ანა ვენტური უერთდება კამპანიას „დარჩი სახლში“ და „ვოგის“ საიტზე ავრცელებს შესაბამისი შინაარსის მოწოდებას.

„ბევრი თქვენგანის მსგავსად,ვემორჩილები იმ რეალობას,რომელიც შექმნა COVID-19-მა.მქონდა სატელეფონო საუბრები ჩემს კოლეგებთან,რათა ერთად მოგვეძებნა გზები მოდის ინდუსტრიის დასახმარებლად,თუმცა ,უპირველეს ყოვლისა,მე ვაკეთებდი ერთ მარტივ საქმეს:მე ვრჩებოდი სახლში და თქვენც იმავეს მოგიწოდებთ“.

„ამ მომენტში,არ არსებობს ამაზე უპირველესი წესი-დავრჩეთ სახლში,რამდენადაც ეს შეგვიძლია. არსებობენ,რა თქმა უნდა, ისეთი პროფესიის ადამიანები,რომლებიც აუცილებლად უნდა გავიდნენ სამუშაოდ:სასურსათო მაღაზიის თანამშრომლები,ჯანდაცვის მუშაკები,საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერსონალი,ექიმები (ჩემი უახლოესი ნათესავი არის ექიმი და ის ამ გადაუდებელი სიტუაციის წინახაზზეა.იგი იმყოფება იქ,სადაც უნდა იყოს და მე ძალიან ვამაყობ ამით).  ამ ადამიანთა მუშაობაზე ვართ დამოკიდებულნი და ჩვენ რაც შეგვიძლია,მათი მითითებების შესრულებაა. სოციალური დისტანციის დაცვა არის კორონავირუსის გავრცელების შენელების გზა“

„ასე რომ,შემოგვიერთდით იმ მოწოდებაში,რომელსაც დღეს მთლიანად Vogue აკეთებს-დავრჩეთ სახლში. დღეს არ არსებობს ამაზე უფრო ღირებული მოქმედება“-წერს ანა ვენტური.

Comments
Loading...