კანადა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას იწყებს

კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ვაქცინის პირველი ტესტების ჩატარება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

“კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო, პოტენციური ვაქცინის პირველი ტესტების ჩატარება,” – განაცხადა ტრუდომ.

მისივე თქმით, ტესტები ჩატარდება დოლჰაუსის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის ცენტრში. “თუ ისინი წარმატებულად დასრულდება, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინის წარმოება და შემდეგ მისი გავრცელება დაიწყება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე, 13 მაისს ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადელმა მეცნიერებმა დაიწყეს სეროლოგიური ტესტების ჩატარება, რომელთა მეშვეობითაც გამოვლინდება ანტისხეულები იმ ადამიანთა სისხლში, რომლებსაც აქვთ იმუნიტეტი ახალი კორონავირუსის მიმართ.

Comments
Loading...