კანადის საჰაერო ძალები იუწყება,რომ საბერძნეთის სანაპიროებთან ვერტმფრენი გაუჩინარდა

კანადის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კავშირი დაკარგა ქვეყნის გადამზიდავ ვერტმფრენთან, როდესაც იგი საბერძნეთის სანაპიროებთან იყო. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ქვეყყნის თავდაცვის უწყების Twitter-ზე ვრცელდება.

”ვერტმფრენთან კონტაქტი დაიკარგა, როდესაც ის მონაწილეობას იღებდა საბერძნეთის სანაპიროებთან მიმდინარე წვრთნებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარია CH-148 Cyclone-ზე, რომლითაც კანადის საზღვაო ძალებმა CH-124 Sea King-ის ჩანაცვლება დაიწყეს. ვერტმფრენის ბაზა კანადურ ფრეგატ Fredericton-ზე იყო.

ოთხშაბათს ბერძნული მედია იუწყებოდა, რომ ვერტმფრენი ზღვაში, კეფალონიიდან დასავლეთით, დაახლოებით 85 კილომეტრის მოშორებით (დაახლოებით 46 საზღვაო მილი) ჩავარდა.

მომხდარის ადგილზე გაემართნენ თურქეთისა და იტალიის ფრეგატები, აგრეთვე ნატო-ს ხომალდებიც. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ ერთ-ერთი დაღუპულის ცხედარს მიაგნეს. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

Comments
Loading...