კანიე ვესტის ახალ ფეხსაცმელ – Yeezy 451-ს, მომხმარებლები სოციალურ ქსელში ხინკალს ადარებენ

Yeezy 451 არის კანიე ვესტისა და ფეხსაცმლის დიზაინერის სტივენ სმიტის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ფეხსაცმელი დამზადებულია ნაქსოვი ქსოვილისგან და გამძლე პოლიმერიული მასალისგან.

ფეხსაცმელი 2018 წელს შეიქმნა და გაყიდვაში 2019 წელს უნდა ჩაშვებულიყო, თუმცა მისი შემქმნელი პირველად ახალი ფეხსაცმლიტ მარტში, პარიზის მოდის კვერულზე გამოჩნდა.

ზუსტად როდის ჩაეშვება Yeezy 451 მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღაზიების გაყიდვაში, ჯერჯერობით უცნობია. ინსტაგრამ ანგარიშზე Yeezy Mafia, რომელიც კანიე ვესტის მიერ გამოშვებული ყველა ფეხსაცმლის შესახებ იტყობინება, აღნიშნულია, რომ ახალი მოდელი ხელმისაწვდომი მალე იქნება.

ამასობაში კი, სოციალურ ქსელებში, მომხმარებლები, ახალ ფეხსაცმელებს ხინკალს, ბახილებსა და პაკეტებს ადარებენ.

Comments
Loading...