კანიე ვესტი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ოფიციალური ცნობით, კანიე ვესტი გამოეთიშა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. ამის შესახებ მომღერლის საპრეზიდენტო კამპანიის წევრმა სტივ კრამერმა განუცხადა New York Magazine-ს.

“ის გამოეთიშა”, — თქვა კრამერმა, თუმცა ვესტის ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

კანიე ვესტმა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის კენჭისყრის სურვილი 4 ივლისს გამოთქვა.

“ამერიკისადმი ჩვენი ერთგულება ღმერთის რწმენით უნდა გავაცნობიეროთ და გავაერთიანოთ ჩვენი ხედვები მომავლის ასაშენებლად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ვიყრი კენჭს!”

თავდაპირველად ვესტის განცხადებამ სოციალურ ქსელში დიდი მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის ილონ მასკისგანაც. თუმცა, ვესტის საპრეზიდენტო კამპანია მალევე აღმოჩნდა რთულ ვითარებაში, როცა ცნობილი გახდა, რომ მან უკვე დააგვიანა რეგისტრაცია ექვს ცალკეულ შტატში. მიუხედავად ამისა, ვესტმა განაგრძო კამპანია. “2020 წელს თუ მოვიგე, ეს ღმერთის ნება იქნება”, — განუცხადა მან Forbes-ს.

გუშინ, 14 ივლისს, US საპრეზიდენტო გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანიე ვესტს ამომრჩეველთა მხოლოდ 2% უჭერდა მხარს.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...