მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ქართულ წარწერიანი მაისურით გამოჩნდა

მსახიობი მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივაზე ქართულ წარწერიანი მაისურით გამოცხადდა. მაისური წარწერით “მე” მას პრესკონფერენციაზე აცვია, რომელიც უნგრული ფილმის “იუპიტერის მთვარის” ჩვენებასთან დაკავშირებით იმართება. ფილმის ჩვენება საღამოს გაიმართება, სადაც მსახიობი უმცროს შვილთან ერთად მივა.

უნგრულ ფილმში მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს. ფილმს რეჟისორია კორნელ მუნდრუცუ.

კანის 70-ე საიუბილეო კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა. წლევანდელ ფესტივალზე მთავარი პერსონა პედრო ალმოდოვარია. ის საკონკურსო ჟიურის პრეზიდენტია. მასთან ერთად ფილმებს შეაფასებენ – უილ სმიტი, პაოლო სორენტინო, ჯესიკა ჩესტეინი, ანდრეს ჟაუი, პარკს ჩან-უკი, ფან ბინგბინგი, გაბრიელ იარედი და მარენ ადე.

t1j-oIiNaEWR5bUDolYO0Q

http://imedinews.ge

Comments
Loading...