“კარფურის” ჰიპერმარკეტიდან ცოლ-ქმარმა, სავარაუდოდ, 400 ლარამდე პროდუქტი მოიპარა
ქურდობის ფაქტი რუსთავში.
როგორც “ინფო რუსთავი” წერს, შარტავას გამზირზე, მოლში არსებული “კარფურის” ჰიპერმარკეტიდან პროდუქტი მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, ფაქტზე მხილებულია ცოლ-ქმარი, მათ სხვადასხვა დროს, ჯამში 400 ლარამდე ღირებულების პროდუქტი გაიტანეს ჰიპერმარკეტიდან.
მომხდარზე გამოძიება ,სავარაუდოდ, ქურდობის მუხლით დაიწყო.