კაცი, რომელმაც მაღაზიაში ცოლი ცოცხლად დაწვა, 41 წლისაა – „უმძიმეს შოკურ მდგომარეობაშია, სხეულის დაახლოებით 70% დამწვარი აქვს”

კაცმა, რომელმაც თერჯოლაში, სუპერმარკეტში ყოფილ მეუღლეს საწვავის ბოთლი ესროლა, თავადაც სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო. როგორც სამედიცინო ცენტრ „იმერმედის“ ექიმმა, თინათინ ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში დაახლოებით, 20:20 საათზე შემოიყვანეს. სხეულის დაახლოებით, 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ის შეყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის და დაკვირვების მიზნით,“ – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, თერჯოლაში, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ 41 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი დაშავდა.

წყარო: resonancedaily.

Comments
Loading...