კახა კალაძე – ამ ამბის მერე შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა მეორედ მაჩუქა შვილი…

„ამ ამბის მერე, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა მეორედ მაჩუქა შვილი” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის დღეში” უფროს შვილზე საუბრისას განაცხადა.

მან რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა:

„რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ჩემი უფროსი ბიჭი, ბუბუ გადავარდა ცარიელ აუზში, სადაც გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა… დაეცა ფეხებით, 2 თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ძვალი ჰქონდა გაბზარული… ამ ამბის მერე, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა მეორედ მაჩუქა შვილი”, – განაცხადა კალაძემ.

 

Comments
Loading...