კახა კალაძე: ანუკი, ბიჭები და მე დიდ მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის

კახა კალაძე საზოგადოებას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის და მეოთხე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს “ფეისბუქზე”.

“ჩვენი სიყვარული და სიხარული გაჩნდა დღეს, დიდი ოჯახის პატარა წევრი-ნიკოლა. ანუკი, ბიჭები და მე დიდ მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის!!!!
P.S. ჩემი გმირები- ანუკი და ნიკოლა თავს კარგად გრძნობენ” – წერს კახი კალაძე თავის სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...