კახა კალაძე: ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ბოლო პერიოდში მედიით აქტიურად შუქდება ღია კაფე-ბარების თემა. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომლებსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები. ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს და არქიტექტურის სამსახურს.

რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ქალაქის იერსახის დამახინჯების. ელემენტარულად ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება ხდება შეუძლებელი. არაფერს ვამბობ შშმ პირებისა და ეტლით მოსარგებლე ადამინებზე, შეუძლებელია გადაადგილება.

მიდან კიდევ ერთხელ მივმართო ზედამხედვეობის სამსახურს, დავავალო რომ იქონიონ აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვანონ იერსახე.
ჩვენ ყველანი ამ ქალაქის შვილები ვართ და ყველა ჩვენი მიმართულებით ვზრუნავთ ქალაქის განვითარებაზე, კეთილმოწყობაზე, ხოლო ის ადამიანები ვისაც კაფე-ბარები აქვთ, სხვა მიმართულებით ზრუნავენ, რა თქმა უნდა ეს დასაფასებელია და ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა ექნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგისა და კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

Comments
Loading...