კახა კალაძე: ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა-ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს

თბილისის მერმა კახა კალძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა სამძიმრით დაიწყო.

“ჩვენს უახლოეს ადამიანს, უსაყვარლესი ადამიანის, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ეს არის ისეთი წუთები, არ ვიცი  რა სიტყვები გამოვძებნო, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და კიდევ ერთხელ მინდა,  ნიკას გამძლეობა ვუსურვო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის,  „ტელეიმედის” წამყვანს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნიკოლოზ წულუკიძეს ტრაგიკულად დაეღუპა მცირეწლოვანი შვილი.

mpress.ge  მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს  ნიკოლოზ წულუკიძესა და მის ოჯახს.

Comments
Loading...