კახა კალაძე: პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას (ვიდეო)

ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თბილისის მერი კახა კალაძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის კომენტარს თავის ძმასთან დაკავშირებით.

“ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთს ვიტყვი, რომ მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები”- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ კახი კალაძეს ძმის მკვლელობაში დაადანაშაულა: “კალაძეს არ რცხვენია, ოთხი შვილის მამა ყოფილა მით უმეტეს? თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილები? მარა კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა”, _ განაცხადა სარალიძემ, რომელზეც, როგორც უკვე აღვნიშნეთ კალაძემ კომენტარი არ გააკეთა.

 

 

Comments
Loading...