კახეთის გუბერნატორი: ვადასტურებ, პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად თელავი განიხილება

კახეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ შესაძლოა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართოს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული ადგილი შესაბამისმა ჯგუფმა უკვე მოინახულა.

“ვადასტურებ, რომ განიხილება, თუმცა ოფოციალურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტთან კოსულტაციის შედეგად. წინასწარი ჯგუფი იყო ჩამოსული, დააათვალიერეს ტერიტორტია, თუკი გადაწყვეტილებას მიიღებენ, შემდეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები.”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს არის .

 

Comments
Loading...