კახეთში ეპიდვითარების გაუარესების გამო, შვიდი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, 39 საბავშვო ბაღი კი დაიკეტა

კახეთში  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შვიდი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა,-ას ის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ცენტრის   განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„რეგიონში დადებითობის მაჩვენებლების ზრდიდან გამომდინარე, 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი დაიკეტა. ასევე,  ეპიდსიტუაციის გართულების გამო რეგიონში სულ დაიკეტა შვიდი საჯარო სკოლა, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან 75 კლასი კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა“, – ამბობს ხიზანიშვილი

ამასთან,  როგორც ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე,  თელავის არც ერთი სკოლა არ გადადის სრულად ონლაინსწავლებაზე, არამედ მიეცათ დამატებითი რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ.

რაც შეეხება რეგიონში აცრების მაჩვენებელს, ხიზანიშვილის თქმით, აცრების დღიური რაოდენობა კატასტროფულად არის შემცირებული.

Comments
Loading...