კახეთში მგლებმა სამი ადამიანი დაგლიჯეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, მგლებმა რამდნიმე საათის ინტრევალში, სამი ადამიანი დაგლიჯეს.

მტაცებელმა 65 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლის აივანზე გამთენიისას დაკბინა. რამდენიმე საათში კი მგელმა ამავე სოფელში მცხოვრები ორი პირი იმ დროს დაგლიჯა, როცა ისინი სამარშუტო ტაქსს ელოდებოდნენ.

დაშავებულები “არქიმედეს კლნიკაში” გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი ვაქცინით აცრა სამივე მათგანს ჩაუტარდა.

ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დროისთვის  დამაკმაყოფილებელია და ისინი ამ დროისთვის სახლში იმყოფებიან.

Comments
Loading...