კახეთში სიძემ სიმამრი ცეცლხსასროლი იარაღით მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით,   61 წლის მამაკაცს სიძემ სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ბრალდებული  ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც სიმამრთანაც ხშირად ჰქონდა კონფლიქტი.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი.

შსს-მ  მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Comments
Loading...