კახეთში სტიქის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

მის შესახებ კახეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მთლიანობაში სტიქიის შედეგად ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტისა და თელავის მუნციპალიტეტები დაზარალდა, მათ შორის დიდია ინფრასტრუქტურული ზარალიც.

“ბოლო პერიოდში სტიქიამ კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა.ინფრასტრუქტურული ზიანი საკმაოდ დიდია, რაზეც საუბარი მთავრობის სხდომაზეც იყო. სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სამინისიტრო და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელბი ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან კონკრეტული ზიანის ოდნებობას. ამ ეტაპზე მდინარე ალაზნის და სტორის კალაპოტში ჩადგომამდე რაიმე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება, რადგან ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმენას სამაშველო ჯგუფებს.

იმ მოსახლებას ვისაც სტიქიამ სავარგულები გაუნდაგურა და ბანკიდან ჰქონდათ თანხა აღებული, ჩვენ შუამდგომლობას გავუწევთ, რომ მოხდეს ამ თანხის გადახდის გრაფიკის გადავადება.

კახეთში სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის.მთელი 24 საათის განმავლობაში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმაურებას გაუწევენ”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Comments
Loading...