კევინ სპეისი: COVID-19-ის გამო,ადამიანები განიცდიან იმას,რასაც მე ჩემდამი წამოყენებული ბრალდებებისას განვიცდიდი

ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი დღევანდელ კორონავირუსულ პანდემიას ადარებს იმ პერიოდს,როდესაც იგი ბრალდებული იყო სხვადასხვა ადამიანთა სექსუალურ შევიწორვებაში. ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail.

60 წლის მსახიობმა აღიარა,რომ 2017 წელს მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

“ჩემი სამუშაო,ბევრი ურთიერთობა,ჩემი ადგილი ინდუსტრიაში-ეს ყველაფერი საათებში გაქრა”-აცხადებს სპეისი.

იგი აღნიშნავს,რომ ამ სამი წლის განმავლობაში საერთოდ აღარ გამოჩენილა დიდ პროექტებში.აქვე სძენს,რომ არ სურს,თავისი ისტორია შეადაროს სხვა ადამიანთა ისტორიებს,მაგრამ მას კარგად ესმის ის,თუ რას განიცდიან ახლა ის პირები,რომლებმაც სამსახურები COVID-19-ის გამო დაკარგეს.

“ამ შემთხვევაში,მე ვგრძნობ და შემიძლია,გავიგო,რას გრძნობთ,როცა თქვენი სამყარო მოულოდნელად ჩერდება.მიუხედავად იმისა,რომ მსგავს სიტუაციაში ჩვენ სხვადასხვა მიზეზებისდა გამო აღმოვჩნდით,მაინც ვფიქრობ,რომ ემოციური მდგომარეობა ერთიდაიგივეა”-ამბობს მსახიობი.

შეგახსენებთ,რომ მსახიობს რამოდენიმე ადამიანის(მინიმუმ 15-ის) გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროვებაში სდებდნენ ბრალდ.

Comments
Loading...